16.03.2020 13:44
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა - მთავრობის 4 ახალი რეგულაცია
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დამატებით 4 ახალი რეგულაცია აამოქმედა.
- 18 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა.
- კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება.
- საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას.