

გორის ხელოვნების სახლში „VIDEO MAPPING FESTIVAL"-ის ვორქშოფი ჩატარდა.
ღონისძიებაში 15 არტისტი მონაწილეობდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეებმა MadMapper და TouchDesigner პროგრამები შეისწავლეს. ვიდეო მეფინგის მნიშვნელოვან დეტალებს გაეცნენ და ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობა დაიწყეს, რომლებსაც ფესტივალის დღეს წარმოადგენენ.
„VIDEO MAPPING FESTIVAL“ პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის - „შემოქმედებითი კავშირები“ ფარგლებში ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.