

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, ასევე შეითავსებს კლასის დამრიგებლის ფუნქციებს და ასწავლის საგნებს - ქართული ენა და ლიტერატურა და ბუნებისმეტყველება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
გამოხმაურების ვადა 14 სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, 2024 წლის 16 სექტემბერია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.