ბორჯომის ხეობაში, ახალდაბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
„ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა.ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველებიმეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ