ბორჯომის ხეობაში, ახალდაბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს, ხანძრის მონიტორინგი ხორციელდება დრონების საშუალებით.
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ