

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
შესაბამისი სამუშაოები რომელიც ბულვარის მოწყობის მიზნით, ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ ხორციელდებოდა, დასრულდა. მონაკვეთის სიგრძე 157 მეტრია და მდინარე მტკვარს მიუყვება.
როგორც ცნობილია, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გარეგანათების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ველობილიკების, გამწვანების ზოლის, სარწყავი სისტემის, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილების მოწყობას, ასევე, სკამების და ურნების მონტაჟს ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, ბულვარის მშენებლობის დაწყებამდე, „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა. ნაპირსამაგრი კედლის (214 მეტრი) გასწვრივ მოეწყო მოაჯირებიც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.