გორის „გორი“ საერთაშორისო ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირის „Ateitis Cup Batumi 2024” მესამე ადგილის მფლობელია.
გადამწყვეტ შეხვედრაში „გორი“ თბილისის „ვიკინგებს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მოწინააღმდეგის კარში გოლი ალექსანდრე რაზმაძემ გაიტანა.
ტურნირში 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ათი გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრი ჯონი ბაკურაძის სახელობის ანგისის ბაზაზე ჩატარდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი