

მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში, გორელმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 15 წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ჩიბირაშვილი გახდა.
გურამ მეზვრიშვილი კი 23 წლამდელებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია.
ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია, მათი მწვრთნელები თენგო ედილაშვილი და ბიძინა ნარიაშვილი არიან.
მსოფლიოს ჩემპიონატი მკლავჭიდში მოლდოვაში მიმდინარეობს.მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი