

სუდანის ჯგუფის საღებავებზე გამოკვლეულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ,სააგენტო, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა დასახელების სურსათს იკვლევს და მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში აღებულია და აკრედიტებულ ლაბორატორიაში სურსათის 56 ნიმუშია გამოკვლეული, მათ შორის, სუნელ-სანელებლები, კეტჩუპი, სოუსები, კვერცხი და სხვა.
„სუდანის ჯგუფის საღებავები წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია. კვლევის შედეგად, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობა არ გამოვლინდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 60-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი“, - აცხადებენ სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.