

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულს - გენო პეტრიაშვილს გორის „დილა“ სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვებს.
საფეხბურთო კლუბი ოლიმპიურ ჩემპიონს სპეციალურად მისთვის შექმნილ მაისურს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის დაწყებამდე გადასცემს.
ამასთან, გენო პეტრიაშვილი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გულშემატკივარსაც შეხვდება.
„დილა“-„თელავის“ მატჩი 17 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.