

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სიახლოვეს მდებარე მთის ფერდობზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიება აგვისტოს ომის დროს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა და შეჯიბრში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები სხვადასხვა დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საცხენოსნო დოღი, რომლის მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ-გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბი „კენტავრის“ თანადაფინანსებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი წელს მეოთხდ გაიმართა და ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრი ტრადიციულ სახეს მიიღებს.მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი