

გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ, სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოსაწყობად 1000 კვადრატული მეტრი ფართობია გამოყოფილი. რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, სპორტულ და დასასვენებელ სივრცეში მოეწყობა ცალფარიანი კალათბურთის მოედანი, ტრენაჟორები, ბილიკები, დეკორატიული ღობე, ორკომპონენტიანი გაზონი, სარწყავი სისტემა და ახალი ლამპიონები.
გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა ჯიშის მცენარეების დარგვა, დასასვენებელ სივრცეში კი შესაბამისი ავეჯი განთავსდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.