პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი მარინა რამაზაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ კორონავირუსულ ინფექციას, ზოგ შემთხვევაში, კონიუქტივალური პრობლემებიც ახასიათებს.
თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ოფთალმოლოგი ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს.
,,როგორც ცნობილია, კორონავირუსულ ინფექციას, ზოგ შემთხვევაში, ახასიათებს კონიუქტივალური პრობლემები!
მე, როგორც ოფთალმოლოგი მარინა რამაზაშვილი, თვითიზოლაციაში მყოფ ყველა პირს გავუწევ უფასო პროფესიონალურ ონლაინ დახმარებას თვალთან დაკავშირებულ საკითხებზე!
მომწერეთ“, - წერს სოციალურ ქსელში პროფესორი მარინა რამაზაშვილი.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ