პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.
სპორტსმენი პირველ შეხვედრას მერვედფინალში ჩაატარებს და მისი მეტოქე უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი იქნება.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის (ტოკიო, 2020 წ.) და ბრინჯაოს (რიო, 2016 წ.) მედლებს ფლობს.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში კიდევ ერთი გორელი მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილი მონაწილეობს. სპორტსმენი ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვება.
საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს