2024 წლის ივლისში გორის მუნიციპალიტეტს 45 074 დამთვალიერებელი ეწვია.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე მუნიციპალიტეტს 244 305 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის 181 125 უცხოელია.
„რაც შეეხება კონკრეტული თვეების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკას, იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, მარტში - 20 942, აპრილში - 35 531, მაისში - 49 969, ივნისში კი 71 410 ვიზიტორი ეწვია“, - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.