

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბიისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.
„ტანას ხეობაში „საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტი უკვე რამდენიმე წელია ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. ბანაკი 14-დან 18 წლის ჩათვლით 500-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს (6 ნაკადი). ბენეფიციარები სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით ღონისძიებასა და ლაშქრობებში მონაწილეობენ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.