

გორელი ახალგაზრდებისთვის ატენის ხეობაში საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობა გორისა და კასპის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ათობით ახალგაზრდა იყო ჩართული.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ეროვნული ცნობიერების განმტკიცება და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის მიმართულებით გააქტიურება წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. მსმენელის წინაშე გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ანსამბლი „გორი“ წარსდგა.
შეხვედრის დასასრულს, სხვადასხვა საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის ახალგაზრდებს სიგელები გადაეცათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.