
გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა შოტლანდიაში გამართულ „Scottish Sumo Open 2024“-ზე ორი მედალი მოიპოვა.
სპორტსმენი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა, +115 კგ.-ში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბადრი ხატისკაცი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ამჟამად, სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მისი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
ხატისკაცის გარდა, შოტლანდიის აბსოლუტურ პირველობაზე კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი საბა გამთენაძე და ზურა წიქორაძე მონაწილეობდა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი