

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩია.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სკვერის მოწყობაზე სამოქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით კი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული სკამები მოეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ცნობისთვის, სკვერების მოწყობა ამ ეტაპზე სხვა სოფლებშიც დაწყებულია და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს რამდენიმე ახალი სარეკრეაციო სივრცე შეემატება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.