გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ზვიად ბაზანდარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.
შეჯიბრი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, 10 აგვისტოს ჩატარდება და ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 17:00 საათზე დაიწყება.
ტურნირი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდება და ვეტერანი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, თამაშდება თასები, მედლები, დიპლომები, ფულადი პრიზები და, ტრადიციულად, ცხვარიც.
ზვიად ბაზანდარაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და სპორტული კარიერის მანძილზე, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე, არაერთი მედალი აქვს მოპოვებული.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს