გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრში 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ათი გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით გაიმართა. ინიციატივა „გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან" დაფინანსდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრის მიზანს, ფეინთბოლის, ექსტრემალური სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი