გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
სპორტსმენი ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას შეხვდა და შიდოებით დამარცხდა.
შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე მეოთხედ იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე - ოქროს, 2016 წელს - ბრინჯაოს, ხოლო 2020 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა ვაჟა მარგველაშვილმაც.
რაც შეეხება ოლიმპიადის დებიუტანტ გორელ ეთერ ასკილაშვილს, სპორტსმენი ხვალ, 30 ივლისს იასპარეზებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი