საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) და ლაშა გურული (კრივი).
შეგახსენებთ, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც პარიზი მასპინძლობს, საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს, მათგან 5 სპორტსმენი გორიდანაა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს