

„მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისეები გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინგლისურენოვან „საზაფხულო სკოლას“ ესტუმრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოხალისეებმა „საზაფხულო სკოლის“ მოსწავლეებთან ამერიკის კულტურის შესახებ ისაუბრეს, მოეწყო შემეცნებითი აქტივობებიც.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „საზაფხულო სკოლა-2024“ გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკულ სივრცეში მიმდინარეობს. ინგლისურენოვან პროექტს აშშ-ს საელჩო აფინანსებს.
პროექტი სივრცის აქტიური მომხმარებლებისთვის ხორციელდება და ამ ეტაპზე ოცი მოსწავლეა ჩართული, რომლებიც არაერთ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობენ. პროექტის მიზანი კი ახალგაზრდებში ლიდერული, კომუნიკაციის და ჯგუფურობის უნარების წარმოჩენა-გაუმჯობესებაა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.