

„მადლობა ბიჭებს“ - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებს.
მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფორმით კიდევ ერთხელ მადლობას უხდიან ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც მათ ქართველ გულშემატკივარს მიანიჭეს.
ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებს.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.