

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბაკურიანში კონკურსის წესით შერჩეული 150-მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღე დარჩებიან.
ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
„გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მესამე წელია მასპინძლობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მერიაში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.