

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე დიდი ზომის კიდევ ერთი ბუშტი ამჯერად სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.
ტერიტორიას, სადაც ნაგვით სავსე ბუშტი ჩამოვარდა, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური რეაგირების ჯგუფები ამოწმებენ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე არაერთი ბუშტი გაუშვა.
როგორც სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უამინდობამ და სამხრეთის მიმართულების ქარმა ჩრდილოეთ კორეელებს საშუალება მისცა, რომ ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტების მორიგი ტალღა გაეშვათ სამხრეთ კორეის მიმართულებით.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.