

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ძირითად სარწყავ არხში წყლის მოწოდება განახლდა.
მელიორაციის სამსახურის გორის სერვისცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, აღდგენილია სარწყავი არხის სათავე, რომელიც მდინარე ლიახვის ადიდების შედეგად დაზიანდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ასევე, მოწესრიგდა სოფელ ტინისხიდში გამავალი არხის დაზიანებულ უბანიც და კალაპოტში 50 მეტრზეგოფრირებული მილები ჩალაგდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.