

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ ქვახვრელთან მოხდა, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი ქვახვრელში მცხოვრებ 35 წლის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც ,,გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს