

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების და დიდი მსხვერპლის გამო, უკრაინაში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია, აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა. ცნობისთვის, 8 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ კიევში დაღუპულია 27 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვაშინგტონში 9-11 ივლისს გასამართ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.