

გორელი ძიუდოისტი თამაზ ბიგანაშვილი (+100 კგ.) პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. პოლონელი დანიელ ჩამერსკი, იტალიელი ემილიანო როსი, ჩეხი ტომას რასკა და ქართველი საბა ქარდავა დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ ძიუდოისტს იპონით მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ბიგანაშვილი მიმდინარე წლის ივნისში გამართული საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.
სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ახალგაზრდებს შორის გამართული ევროპის თასი შვიდი მედლით (ორი - ოქრო, ერთი - ვერცხლი, ოთხი - ბრინჯაო) დაასრულა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.