გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი რუსთავის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე რუსთაველი მსახიობები 14 ივლისს ითამაშებენ.
რაც შეეხება სპექტაკლს, 19:00 საათზე სასცენო ხელოვნებისმოყვარულები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „სტუმარ-მასპინძელი“ იხილავენ (რეჟისორი სოსო ნემსაძე).
წარმოდგენის ხანგრძლივობა ხანგრძლოვობა 1 საათი და 10 წუთია.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა 14+
დაინტერესებულ პირებს, ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge უკვე შეუძლიათ.
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ნომერზე: 555 90 22 79.