

გორში სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად გაეცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შინდისის გზატკეცილზე მდებარე სკვერს და კომბინატის დასახლებაში არსებულ ჩოგბურთის კორტებს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების დასრულება კი სექტემბრისთვის იგეგმება.
გარდა ამისა, კულტურისა და დასვენების პარკის - „ახალბაღის“ მიმდებარედ, გურამიშვილის ქუჩაზე ახალი ბულვარის და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამივე პროექტის ღირებულება, ჯამში, 3 მილიონ ლარზე მეტია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.