

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, რეგისტრაციის პროცესში იყო დაგვიანების ერთი შემთხვევა.
„ინგლისურის გამოცდის დილის სესიაზე 495 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, გამოცდაზე მხოლოდ 468 პირი გამოცხადდა. სამწუხაროდ, რეგისტრაციის პროცესში ერთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და წესების მიხედვით, ეს აპლიკანტი ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მეორე სესიას, 14:00 საათზე დაიწყება და ამ დროისთვის დარეგისტრირებულია, ამდენივა - 495 აპლიკანტი“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ინგლისურის გამოცდის ჩასაბარებლად განკუთვნილ დროს, 2 საათი და 30 წუთია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.