

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებმა „Pascal STEAM Community“-ის ოთხთვიანი კურსი დაასრულეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სწავლება კონკურსის წესით შერჩეულ 30 მონაწილეს დაუფინანსდა.
„ინოვაციური პროექტის საშუალებით, გორის მერიამ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა.
მოზარდები ოთხთვიანი კურსის ფარგლებში სწავლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიდნენ, აწყობდნენ და აპროგრამებდნენ რობოტებს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.