

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრები ატენში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ქალებმა საბჭოს წევრებს საკუთარი ინტერესები და საქმიანობის სფეროები გაუზიარეს და ისეთი საკითხების გადაჭრის მნიშვნელობები განიხილეს, რომლებიც მათ ცხოვრებასა და საარსებო წყაროზე გავლენას ახდენს.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა.
„ინიციატივას ხელს უწყობს „ფონდი ტასო“ რომელიც პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროექტს - „ქალთა ეკონომოლიკური გაძლიერება“ ახორცილებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.