გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 71 410 დამთვალიერებელი ეწვია.
რაც შეეხება 2024 წლის სტატისტიკას, 1-ელი იანვრიდან 3 ივლისამდე მუნიციპალიტეტს 199 231 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის 143 925 უცხოელია.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, მარტში - 20 942, აპრილში - 35 531, მაისში კი 49 969 ვიზიტორი ეწვია“, - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.