გორელმა ძიუდოისტმა ნოდარ კობალაძემ კადეტთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა ავსტრიელი და უკრაინელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელმა აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი გორელი ძიუდოისი უკრაინელ ნიკიტა იუდანოვს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.
ნოდარ კობალაძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. მისი მწვრთნელი ანზორ თენაძეა.
კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს