გორელი სპორტსმენი კონსტანტინე პეტრიაშვილი 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია.
სპორსტმენმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი როლანდ პუხაევი (12:4), რუმინელი დავიდ ადრიან მეტეა (10:0) და უკრაინელი იური პიულსკი (10:0) დაამარცხა. ფინალში კი ბერძენ სპორტსმენს 10:0 სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
პეტრიაშვილის გარდა, შეჯიბრში კიდევ ორი გორელი მოჭიდავე ასპარეზობდა. ნიკოლოზ მაისურაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი, რატი რევაზიშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საპრიზო ადგილზე გასული სამივე გორელი სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლია. მათი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
ევროპის ჩემპიონატს სერბეთის ქალაქი ნოვი სადი მასპინძლობს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს