

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2024 წელს საგამოცდო პროცესში ჩართული აბიტურიენტებისთვის ონლაინ ღია კარის დღე ჩატარდება.
ონლაინ შეხვედრა 1-ელ ივლისს 15:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცენტრის წარმომადგენლები რეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო პროცესთან და წესებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
„მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ონლაინ რეჟიმში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოცდების ორგანიზებაში უშუალოდ არიან ჩართულნი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება და დასწრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური ბმულის საშუალებითაა შესაძებელი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.