

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ბოჩასა და მკლავჭიდში ინტეგრირებული სპორტული აქტივობა ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა.
ღონისძიება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.