

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს დილით, მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია ,,გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში, მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, თუმცა, მისი პოვნა ოკუპირებულ ტერიტოპრიაზე ვერ მოხერხდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მაშველთა რამდენიმე ჯგუფი.
ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მოზარდი ის ბავშვია, რომელიც მდინარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.