გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებასთან არსებული მოსწავლეთა გიდების კლუბის წევრებისთვის სასწავლო ექსკურსია ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში, მონაწილეები სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსწავლეები უცხოელ ტურისტებს ექსკურსიებს ჩაუტარებენ და ქალაქში არსებულ ტურისტულ ობიექტებს გააცნობენ.
„მოსწავლეებს, რომლებიც კარგად დაეუფლებიან გიდის პროფესიას, სააგენტოს დირექციის მიერ შექმნილი კვალიფიციური კომისია სერტიფიკატებს გადასცემს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მაღალ დონეზე მოემსახურონ ტურისტებს“, - აცხადებენ ორგანიზატრები.