EURO 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი თურქეთთან, დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკ“ არენაზე გამართა.
ანგარიში თურქებმა გახსნეს - 25-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანეს. საპასუხო გოლი საქართველოს ნაკრებმა 32-ე წუთზე გაიტანა.
თამაშის პირველი ნახევარი ფრედ - 1:1 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში თურქებმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს, საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, მისი მეტოქე იქნება პორტუგალიის ეროვნული ნაკრები.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.