პროექტის „აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტი“ ფარგლებში, გორის ეთნოგრაფიულმა გუნდმა - „რიხი“ პირველი ღონისძიება გამართა.
კონცერტი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივებისთვის ფერხულის - „ლალე“ მასტერკლასიც მოეწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით. აღდგენილი ქართლური სიმღერების კონცერტი დკიდევ ოთხ სოფელში - მერეთში, მეჯვრისხევში, ერგნეთში და შინდისში გაიმართება.
პროექტი, რომლის მიზანი მივიწყებული ქართლური ხალხური სიმღერების გაცოცლებაა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.