
გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ფხვენისის საჯარო სკოლამ პროექტი - „ჩვენ დავბრუნდით წიგნებთან“ განახორციელა.
აქტივობაში 200-ზე მეტი მოსწავლე და 30-მდე მასწავლებელი იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. ჩატარდა კონკურსი - „წლის მკითხველი“, დაიდგა სპექტაკლები, მოეწყო გამოფენები. გარდა ამისა, ინდივიდუალური კაბინებით განახლდა სამკითხველო დარბაზი, შეიძინეს წიგნები, წაკითხული ლიტერატურის მიხედვით, მომზადდა კედლის გაზეთები, პოსტერები და კარიკატურები.
პროექტი „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა. ინიციატივის მიზანს კი მოსწავლეების წიგნით დაინტერესება წარმოადგენდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.