გორის მუნიციპალიტეტში ფეხბურთში გამართული „მოყვარულთა ლიგა 2024“-ის გამარჯვებული კვერნაქის გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში კვერნაქელები ხელთუბნის გუნდს დაუპირისპირდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდი რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
„შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. ჩემპიონატში მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა. რაც შეეხება აქტივობის მიზანს, ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა და ფეხბურთში ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება წარმოადგენს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეჯიბრი საქართველოს სამოყვარულო ლიგის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ტარდება. გორში კი თამაშები მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით გაიმართა.