

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის გორის მუნიციპალური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, 13 ივნისს გაიმართება.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს კვერნაქის და ხელთუბნის გუნდები დაუპირისპირდებიან.
თამაში 15:00 საათზე დაიწყება და ახალბაღის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ჩატარდება.
შეჯიბრი საქართველოს სამოყვარულო ლიგის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ტარდება. გორში კი თამაშები მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით იმართება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი