კულტურა
11.06.2024 14:23
გორის თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში წარმოდგენებს მარჯანიშვილის თეატრში გამართავს

გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენებს გამართავენ.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1-ელ ივლისს - „ვაჟიშვილის“, 2 ივლისს - „მამას“, 3 ივლისს კი „დედას“ ჩვენებაა დაგეგმილი.

საგასტროლო ტურნე თეატრალურ კომპანია „გიენოსთან“ ერთად განხორციელდება.

წარმოდგენები 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, დავით ჩხარტიშვილმა სპექტაკლები - „ვაჟიშვილი“ და „მამა“ გ. ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დადგა. რაც შეეხება „დედას“, ცალკე დამოუკიდებელი სპექტაკლია, თუმცა, ამავე დროს ფ. ზელერის ტრილოგიის განუყოფელი ნაწილი და ამ ტრილოგიის დასასრულია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: BILETEBI. GE და TKT.GE , ასევე, მარჯანიშვილის თეატრის სალაროში.

კვირის ამბები