კონფლიქტები
11.06.2024 12:58
ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარ პარტიული სიებით უნდა დაკომპლექტდეს, მეორე ნახევარი კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ირი ფარნი“, „ერთობა“, „ხალხის ერთობა“ და ასევე, 111 მაჟორიტარი კანდიდატი.

ე,წ, არჩევნებში ხმის მისაცემად გახსნილი 73 ე.წ. საარჩევნო უბანიდან, 71 იყო გახსნილი ოცუპირებულ რეგიონში, ერთი უბანი გახსნილი იყო მოსკოვში, ე.წ.,,სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ ე.წ. საკონსულოში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ,,არჩევნებისთვის“ 40 000 ბიულეტენი დაიბეჭდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნები“ 9 ივნისს ჩატარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულულ საზღვრებში.

კვირის ამბები